(video) გიორგი მარგველაშვილი დეტალურ ახსნა-განმარტებებს მოითხოვს თავდაცვის მინისტრისაგან

margvelashvilia102016 წლის 6 ივნისს პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლება – “ANAKONDA-16” ნატოს წევრ სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეით ასეულს. თუმცა ასეულის გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე ქვეით ასეულში გამოვლინდა ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა. აღნიშნული ვირუსი ჯარისკაცებს ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისგან გადაედოთ.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გიორგი მარგველაშვილი განმარტებას თინა ხიდაშელისგან და ვახტანგ კაპანაძისგან მოითხოვს:

გვსურს თქვენი ყურადღება შევაჩეროთ პოლონეთში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებაზე, სადაც მონაწილეობა უნდა მიეღო ქართულ ქვედანაყოფს, მოგეხსენებათ სწავლება ანაკონდა 2016 6 ივნისს პოლონეთში ჩატარდა, მასში ნატო-ს წევრ სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის მეთორმეტე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე მსუბუქ ქვეით ასეულს, რაც არ მოხერხდა.

პრეზიდენტი თვლის, რომ ეს იყო უმნიშვნელოვანესი წვრთნები არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც, განსაკუთრებით ნატო-ს სამიტის წინ. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი უახლოეს უშიშროების საბჭოს სხდომაზე აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებებს ამ თემაზე თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელისგან“, – განაცხადა ეკა მიშველაძემ.

https://youtu.be/nKwtO3RgR6A

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძე: პარლამენტი კიდევ ერთხელ ვერ გახდა პრეზიდენტის მოკავშირე
შემდეგი სტატიანოდარ ხადური სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ კურსდამთავრებულთა შეხვედრას დაესწრო