[ ვიდეო] გიორგი კვირიკაშვილი საგანგებო განცხადებას აკეთებს

„საჭიროა ძალიან ინტენსიური მუშაობა მძიმე ტექნიკის მეშვეობით,“ – ასე აფასებს საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, ბორჯომის ხეობაში შექმნილ ვითარებას.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ხანძრის ლოკალიზებასთან დაკავშირებით, დილის მოლოდინი, კლიმატური პირობების გამო, არ გამართლდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დასახლებული პუნქტებისკენ ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

„ამ წუთას სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს. ვცდილობთ, რომ ღამის განმავლობაში გავაგრძელოთ მძიმე ტექნიკით მუშაობა იმისთვის, რომ დილისთვის მოვემზადოთ და დილით გავაგრძელოთ ავიაციის მეშვეობით. ასევე, შევიძინეთ ახალი აპარატურა ცოცხალი ძალისთვის იმისთვის, რომ კერების ჩაქრობა მოხდეს,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერი აღნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა იმუშავებს.

„საჭიროა ძალიან ინტენსიური მუშაობა მძიმე ტექნიკის მეშვეობით, რომ გავლებული თხრილების გზით მივიდეთ საცეცხლე ადგილებამდე, რათა მოვახდინოთ სახანძრო მანქანებისა და ტუმბოების მეშვეობით იმ კერების ჩაქრობა, საიდანაც გავრცელების ყველაზე მეტი საშიშროებაა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

https://youtu.be/GkIMcEOUQjE

banner
წინა სტატიაშიადა მარშანიამ 2008 წელს რუსეთის მიერ ტყის დაწვა ეჭვქვეშ დააყენა
შემდეგი სტატიამამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა გაჩიანში