(Video) გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრა მეუფე დიმიტრისთან

19 აპრილს, ღამის 11 საათზე, დასრულდა შეხვედრა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის რეზიდენციაში მიტროპოლიტ დიმიტრი შიოლაშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და აჭარის მთავრობის თამვმჯდომარეს, ზურაბ პატარაძეს შორის. ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ავრცელებს. გიორგი კვირიკაშვილმა რეზიდენცია კომენტარის გარეშე დატოვა. ის და ზურაბ პატარაძე მიტროპოლიტმა რეზიდენციის კარამდე მიაცილა.

რა თემაზე შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და მიტროპოლიტ დიმიტრის შორის? აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრი აჭარაში იყო და სხვა შეხვედრებთან ერთად ეს შეხვედრაც წინასწარ იყო დაგეგმილი. კონკრეტულად რა იყო შეხვედრის მიზანი, პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.

წყარო: “ნეტგაზეთი”.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შემდეგი სტატიასასტუმრო “მწვანეში” მამაკაცი დაჭრეს