(video) გერმანიის პოლიციამ ბულგარელი დააკავა, რომელმაც მეტროს კიბეებში ქალს წიხლი ჩაარტყა

გუშინ გვიან ბერლინის პოლიციამ ქალაქის მეტროში სასტიკი დანაშაულის მთავარი ეჭვმიტანილი დააკავა – ცნობას ამის შესახებ “დოიჩე ველე” ავრცელებს.
მანამდე, 17 დეკემბერს ბერლინის პოლიციამ,  მეტროში ახალგაზრდა ქალზე სასტიკ თავდასხმაში ერთი ეჭვმიტანილი დააკავა. ორი დღით ადრე ბულგარეთის 27 წლის მოქალაქის დაპატიმრებაზე ორდერი გაიცა. გამოძიება მიდის ასევე, კიდევ ორ ეჭვმიტანილ ძმაზე. ყველა მათგანი დანაშაულის ადგილზე იმყოფებოდა. თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე 12 დეკემბერს დაიჭირეს.
თავდასხმა, რომელმაც გერმანიაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, ბერლინის ერთ-ერთ მეტროს სადგურში მოხდა. სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, თუ როგორ ურტყამს 26 წლის ახალგაზრდა ქალს ზურგში წიხლს ერთ-ერთი დამნაშავე. ქალი მეტროს კიბეებზე ჩადიოდა. ის ძლიერი დატყმისგან კიბეებზე გორდება, თავდამსხმელი კი ტრიალდება და უკან ბრუნდება. დაზარალებული მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

https://youtu.be/SdCyYDavxko

banner
წინა სტატიაშიალეპოში, სავარაუდოდ, ხალხის ახალი ევაკუაცია დაიწყება
შემდეგი სტატიააქცია-პერფორმანსი რუსეთის საელჩოს ყოფილ შენობასთან