(video) GDS დაიხურება – ელისო კილაძე მედიაში მოსალოდნელ დიდ ცვლილებებს აანონსებს

15134360_1824137827871216_192967733_nქრონიკა +”-ის რედაქტორი ელისო კილაძე მედიაში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დიდი გადაადგილებები ქართულ მედიასივრცეში ახალ წლამდე მოხდება.

“მე ვერ ვარ ოპტიმისტი “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით, ამ პროცესების დირიჟორი არის ერთი ადამიანი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. უზენაესი სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ გამოაჩინა, რომ არანაირი კერძო საკუთრების დავა “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით არ არის. კოლეგიის მოსამართლეებზე მიდიოდა ძალიან მძიმე ზეწოლები, ვიცი ერთი მოსამართლის განსაკუთრებული პრინციპული პოზიცია, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ გაიტანეს თავიანთი პოზიცია, ეს არის მოსამართლე პაატა ქათამაძე, რომელმაც არ ისურვა ყოფილიყო ურთმელიძე-2. არ ვარ ოპტიმისტი იმიტომ, რომ უფრო მაღალი ლეგიტიმაციით მიიღებს უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ, ეს არის დაგეგმილი და არ მგონია, რომ 5 კამიკაძე ვიპოვოთ იმ კოლეგიაში, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ბიძინა ივანიშვილს. გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მას აქვს ძალიან კომფორტული მდგომარეობა და საერთოდ აღარ აღელვებს ოპოზიცია რამდენი კაცით იქნება პარლამენტში წარმოდგენილი, მას ხელს უშლის დამოუკიდებელი მედია.

იგეგმება ძალიან კონკრეტული ცვლილებები, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის გადაყენება პირდაპირ უკავშირდება ამ პროცესებს, ამ პოსტზე განიხილება და თითქმის გადაწყვეტილია ვასილ მაღლაფერიძის დანიშვნა, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება ბორდი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მეტსაც გეტყვით, ივანიშვილი გეგმავს, GDS-ის და 2030-ის დახურვას, იმიტომ, რომ ეს არის ძალიან ძვირი პროექტი და ვერ დადო სასურველი რეიტინგი და შემადგენლობის ნაწილი გადავა საზოგადოებრივ მაუწყებელზე და მას საკუთარი ტელევიზია ექნება ამჯერად საბიუჯეტო დაფინანსებით.

ტელეკომპანია “მაესტროს” დაუბრუნებენ საკუთარ მფლობელს იმიტომ, რომ არ არის წინასაარჩევნო პერიოდი, “მაესტროს” მთავარი პროდუსერი ირაკლი ჩიხრაძე გადავა “იმედზე” და წაიყვანს ყოველდღიურ პოლიტიკურ თოქ-შოუს.

დაიხურება წვრილი სააგენტოები, რომელსაც აფინანსებს სუს-ი, იმიტომ, რომ მათ თავიანთი ამოცანა ძალიან წარმატებით შეასრულეს ამ წინასაარჩენო პერიოდში, ეს მოხდება ძალიან მალე პერიოდში.

ამ გეგმის მიხედვით ქიბარ ხალვაში არ არის ბოლო მეპატრონე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის, ის გაყიდის ამ ტელევიზიას ვიღაც X პირზე, რომელიც არ ვიცი ვინ იქნება, მაგრამ აუცილებლად იქნება, ქიბარ ხალვაშს სანაცვლოდ პირდებიან სხვა ყველა საკუთრების დავის პრობლემის მოგვარებას და რამდენიმე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტს.

არსებობს ორი გამოსავალი, პირველი ის, რის გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საჯაროდ გაკიცხეს, რომ დირექტივებს ნუ გვაძლევთო, როცა მან თქვა, რომ “რუსთავი 2″ იქნება დასაცავი ფიზიკურად და ბარიკადებზე. ვფიქრობ, რომ ეს არის ერთი გზა და მეორე – საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა არა ხელისუფლებაზე, არამედ პირადად ბიძინა ივანიშვილზე და გარკვეული ფინანსური სანქციების შემოღება მის წინააღმდეგ”, – განაცხადა კილაძემ გადაცემა “არჩევანში”.

https://www.youtube.com/watch?v=NMILTme1KAQ&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიბებერი ბოძების ქვეყანა!
შემდეგი სტატიათბილისის ცენტრში დანაწევრებული ადამიანის ცხედარი იპოვეს