(video) გამომძიებლები ითხოვდნენ დაეწერათ რომ პრეტენზია ხანძართან დაკავშირებით არ ჰქონდათ-ზაზა ხატიაშვილი

„მე რა სიბინძურე არ მინახავს ხელისუფლების მხრიდან ჩადენილი, მაგრამ ეს არის უიშვიათესი სიბინძურე,“ – განაცხადა “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ზაზა ხატიაშვილმა, გადაცემა “არჩევანის” პირდაპირ ეთერში. მან აღნიშნა, რომ „დავით ნარმანიას მსგავსად “ ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებულებს უარს დახმარებაზე ვერ ეტყოდა.

მისი განცხადებით, დაზარალებულები მას ეუბნებიან, რომ სავაჭრო ცენტრში 8 კერა ერთდროულად გაჩნდა და ამით არავინ ინტერესდება. ზაზა ხატიაშილის აზრით, ამ ადამიანებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ის აღნიშნავს, რომ ამ ხალხს უღირსად ექცევიან.

„ხელისუფლება ფიქრობდა, რომ ეს ადამინების გატყდებოდნენ, მაგრამ არ გატყდნენ. 3 ათას ლარზე რატომ იძახიან იცით უარს? რა უთხრა, იცით რიმა ბერაძემ თუ არ ვიცი ვინ, დაწერეთ, რომ 3 ათას ლარს რომ მიღებთ, სხვა ზარალის ანაზღაურებას აღარ მოითხოვთო. დაამცირეს ეს ხალხი. იციი, რა უღირსად ექცევიან?“ – განაცხადა ხატიაშვილმა

https://www.youtube.com/watch?v=Y_pEWowAJFw&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(Video) საკრებულოს მხრიდან იყო დათქმა იმისა, ან დათანხმდებით ჩვენს პირობას, ან ვერაფერს ვერ მიიღებთ – ფრიდონ სუხიაშვილი
შემდეგი სტატია“ტესლას” დირექტორი კომპიუტერს თავში ჩაიდგამს