(VIDEO) „ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს,” – გიგი უგულავას მკაცრი კრიტიკა სააკაშვილის მიმართ

„ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს,”-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის უკვე ყოფილმა წევრმა გიგი უგულავამ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, რომელზეც პარტიის ორად გაყოფა ოფიციალურად გამოცხადდა.

უგულავამ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც პარტიის ნაწილი და ის გუნდი, რომელიც მოღვაწეობას ცალკე განაგრძობს, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდა. მან ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკაცრად გააკრიტიკა.

„ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს, მიხეილ სააკაშვილი დიახ იყო ამ პარტიის პირველი თავმჯდომარე მაგრამ ეს პარტია შექმნა ძალიან ბევრმა თავისუფალმა ძლიერმა ადამიანმა, ნაწილი მათგანი დღეს ციხეში იმყოფება, მათ შორის გენერალური მდივანი.

„ეს პარტია შექმნა ბევრმა თავზეხელაღებულმა ადამიანმა, იმიტომ რომ დრეს ებრძოლო ივანიშვილს, რომელსაც 5 მილიარდი აქვს და მთელი სახელმწიფო აპარატი უზის ჯიბეში უნდა იყო თავზეხელაღებული და ამიტომ ეს სიტყვა არ უნდა იხმარებოდეს კნინობითი ფორმით. დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მის არაფორმალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა. მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის ადამიანური ტკივილი, მაგრამ სააკაშვილი მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტი ლელა ქებურიას მას შემდეგ რაც ის მოვიდა ამ პარტიაში, ეს ის ადამიანია, რომელიც კორცხელში მუტრუკებს გადაეფარა, დაუწყებს „პრავების კაჩავს,“ ეს ადამიანი უკვე აღარ არის ლიდერობის ღირსი, ეს ადამიანი აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულისტკივილით, იმიტომ რომ ეს აღარ არის სააკაშვილი რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს,”-განაცხადა გიგი უგულავამ.

https://www.youtube.com/watch?v=GNp2QDByOi8&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(VIDEO) “ეს არ არის დაშლა, ეს გუნდის გაყოფაა”- ახალი მოძრაობის წევრების პირველი განცხადება
შემდეგი სტატია(video) „ეს იყო დემოკრატიული გზით ჩამოყალიბებული პარტია“ – ოთარ კახიძე