(+ვიდეო) “ეს არის განსხვავებული აზრის დისკრედიტაცია”- გიგაური ივანიშვილს პასუხობს

ეკა გიგაური აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები მიმართულია საპირისპირო აზრისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციისკენ. ამ განცხადებით გიგაური ივანიშვილის დღევანდელ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც ყოფილმა პრემიერმა მისი მისამართით რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დროს გააჟღერა. “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში საუბრისას გიგაურმა განაცხადა, რომ მას არც “პაგონები” მიუღია და არც პრემია. მისი თქმით, 2011 წლის 26 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობის” თანამშრომელი იყო, და მათი ორგანიზაცია დარბევის შედეგად დაზარალებულ მომიტინგეებს ეძებდა.

https://www.youtube.com/watch?v=jxqNN_u55yc

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: ჩემს მეუღლეს ხშირად, პირველ ნახევარს ვეძახი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილს თელავში აქციით დახვდნენ