(ვიდეო) ერდოღანის დაცვა ვაშინგტონში მომიტინგეებს დაერია

16 მაისს აშშ-ში ვიზიტად მყოფ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს, ვაშინგტონში მდებარე თურქეთის საელჩოში მისვლისას საპროტესტო აქცია დახვდა, სადაც მომიტინგეებს თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ქურთების მუშათა პარტიის (PKK) დროშები ეჭირათ და ქურთების მხარდამჭერ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ყვიროდნენ ,,თურქეთი ტერორისტი,, ,,ერდოღანი მკვლელი,, რის გამოც აღშფოთებული თურქული დელეგაციის წევრები და პირადად ერდოღანის დაცვა – მომიტინგეებს დაერია…
იქვე მყოფმა ამერიკულმა პოლიციამ, რომელიც თავიდან საკმაო რაოდენობით არ იყო მობილიზებული, დაპირისპირებული მხარეების დაშორიშორება დროულად ვერ მოახერხა, რის გამოც მომიტინგეთაგან 9 ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

 

https://youtu.be/8Y-3aiP-_WQ

banner
წინა სტატიაშითორდია-ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამერკელი ინგლისს სანქციებით ემუქრება