(Video) ენმ-ის მმართველობის დროს ისეთი საგარეო შოკები იყო, ქართულ ოცნებას არც მოლანდებია, მაგრამ ლარი იყო მყარი – სერგი კაპანაძე

წლის შეჯამების დროს მმართველი გუნდისა და ენმ-ის წევრმა დეპუტატებმა იკამათეს.

სერგი კაპანაძემ ქვეყნაში შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებასა და ლარის კურსის გაუფასურების შესახებ საუბრისას პარალელები ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდზე გააკეთა და თქვა, რომ არა საგარეო შოკებია მთავარი, არამედ ის, თუ როგორ პასუხობ ამ საგარეო შოკებს.

„წინა წლებთან გაავლო პარალელები და თქვა, რომ საქართველოს 2008 წლიდან 2012 წლამდე ჰქონდა ძალიან დიდი საგარეო შოკები, რომლის მსგავსი არც მოლანდებია ქართულ ოცნებას, 2008 წლის ომი, მაშინ არსებული სერიოზული რეცესია, ნავთობის ფასების ზრდა, რომელიც სამჯერ მეტი იყო მაშინ, ვიდრე არის დღეს. ყველა პირველად პროდუქტზე ყველაზე მაღალი ფასები მსოფლიო ისტორიაში და ამისდა მიუხედავად, ლარი ყოველთვის ყო მყარი, რადგან საგარეო შოკი კი არ არის პრობლემა, არამედ როგორ პასუხობ ამ საგარეო შოკს, ეს არის პრობლემა,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

https://www.youtube.com/watch?v=HnQj67c3LwU&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშილევან კობერიძემ და სერგი კაპანაძემ გადაცემა არჩევანში ეკონომიკაზე იკამათეს
შემდეგი სტატიანიკა მელია ხელისუფლებას ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდაში ადანაშაულებს