(VIDEO) ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების კადრებს პროკურატურას წარუდგენს – რას აცხადებს თვითმხილველი

“ქრონიკა +”-ის რედაქტორმა დღეს მედიას მისი შვილის, დავით ხარშილაძის დაკავების ამსახველი მორიგი ვიდეოკადრები გადასცა.
სპეციალურ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა დაკავების თვითმხილველი შორენა ლალიაშვილი წარადგინა, რომელიც ამბობს, რომ იმ უბანში ცხოვრობს, სადაც ხარშილაძე დააკავეს.

ლალიაშვილი აცხადებს, რომ ის ჩხრეკაზე დასწრებას ითხოვდა, თუმცა როდესაც ადგილზე მივიდა სამართალდამცავებმა მოქმედებები დააჩქარეს.

კილაძე მოწმის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს. პრესკონფერენციის შემდეგ კილაძე მთავარ პროკურატურაში მოვა და მის ხელთ არსებულ ვიდეოს გადასცემს.

ელისო კილაძის განცხადებით, დღეს გასაჯაროებულ ვიდეოთი დასტურედება, რომ დაკავების ოქმი ადგილზე არ შედგენილა.

მოწმე შორენა ლილუაშვილი ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის დღეს 15:00 საათზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებული სადაც გამომძიებლებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. მისი თქმით ის დავით ხარშილაძეს იცნობს. ლილუაშვილი მისი შვილის უსაფრთხოების დაცვას მოითხოვს.

დღეს გასაჯაროებულ ვიდეოში ისმის დავით ხარშილაძის ხმაც, რომ მას ნარკოტიკი არ ჰქონია.

“ეს ბიჭი არის უდანაშაულო. მე მყავს 19 წლის შვილი, სადაც ელისო კილაძის შვილს გაუბედეს და ჩაუდეს ნარკოტიკი იქ ჩემი შვილიც არ არის დაზღვეული. ერთადერთი რასაც მე მოვითხოვ ჩემი შვილის და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაა”- განაცხადა მოწმემ.

https://www.youtube.com/watch?v=OiaV2ocw5jw&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშივახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს 4 ჭრილობა მიაყენა