(video) ეგზიტპოლის თანახმად, თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თიბილოვი ლიდერობს

თვითგამოცხადებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში დღეს გამართულ „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი თავის ოპონენტებს უსწრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. გამოკითხვის შედეგად, თიბილოვს ხმა ამომრჩევლის 45,8%-მა მისცა, ბიბილოვს კი – 36,9%-მა.
„ეს კი იმას ნიშნავს, რომ არჩევენბის მეორე ტური გაიმართება,“ – იუწყება რუსული ტასი“, რომლის მონაცემებითვე, არჩევნებზე ამომრჩეველთა 81%, ანუ 26,7 ათასი მოქალაქე გამოცხადდა.
როგორც „თაიმერი“ იუწყებოდა, ცხინვალის რეგიონში 18.00 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა. დე-ფაქტო კანდიდატებად დარეგისტრირებული იყვნენ მოქმედი პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი, დე-ფაქტ პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილევი და უშიშროების თანამშრომელი ალან გაგლოევი. ყველა მათგანი მხარს პრორუსულ პოლიტიკას უჭერს.
არჩევნებთან ერთად გაიმართა რეფერენდუმი – ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელის გადარქმევასა და ალანიას დარქმევის შესახებ.

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებისმიერი ე.წ. არჩევნები ან რეფერენდუმი არის უკანონო და არ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს, – ამის შესახებ ნათქვამია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნებსა და რეფერენდუმთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

https://youtu.be/3nPHUK8bbfE

banner
წინა სტატიაშიოსლოში დღეს აღმოჩენილი ბომბის გამო 17 წლის რუსი დააკავეს
შემდეგი სტატია(video) სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სეპარატისტები ალანიას დაარქმევენ