(video) ძნელი დასაჯერებელია, ალბათ, ყველასათვის, რომ სასულიერო პირი ფიქრობდეს მისი უწმინდესობის ლიკვიდაციას

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მამა მიქაელ ბოტკოველი, მამა გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებებს საპატრიარქოსთვის მეტი ინფორმაციის მიწვდისკენ მოუწოდებს.

„პირადი კონტაქტი მე არ მქონია საგამოძიებო სტრუქტურებთან. ასე რომ, მხოლოდ ვფლობთ იმ ინფორმაციას, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა. რა თქმა უნდა, გვაქვს სურვილი და თხოვნა, რომ, თუ არის ამის საშუალება და საგამოძიებო მოქმედებები იძლევა ამის უფლებას, იქნებ, ცოტა უფრო მეტი ინფრომაცია მივიღოთ, რადგანაც საზოგადეოება არის ძალიან გაკვირვებული და მათი ინტერესი აბსოლუტურად ლეგიტიმურია,“ – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ კათოლიკოს პატრიარქთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მხოლოდ მის გარემოცვასთან ჰქონდა კავშირი. მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, რომ კათოლიკოს პატრიარქთან კომუნიკაცია არ ჰქონია, მხოლოდ მის გარემოცვასთან ჰქონდა კავშირი. მისი განცხადებით, ასევე ვერ წარმოუდგენია, რომ რომელიმე სასულიერო პირი პატრიარქის წინააღმდეგ მსგავს ქმედებას მოიმოქმედებდა.

„ძნელი დასაჯერებელია, ალბათ, ყველასათვის, რომ სასულიერო პირი ფიქრობდეს მისი უწმინდესობის ლიკვიდაციას,“ – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

https://www.youtube.com/watch?v=HXw317cgqOA&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიკრიმინალური პოლიცია სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის მოთხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატია(Video) შეიძლება, ეს არ ასახავდეს რეალობას – მამა მიქაელ ბოტკოველი მამა გიორგი მამალაძის წერილზე