ზუგდიდში თავისუფალი დემოკრატების მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი, ამბობს, რომ დევნილებისთვის სახელბის გადაცემა კორუფციით და ნეპოტიზმით ხდება. ჩიქოვანი ამბობს, რომ ამის ბევრი მაგალითი არსებობს. ასევე თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დევნილთა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობისთვის გამოყოფილი თანხები იფლანგება.
“ასეთი საცხოვრებლების აშენებაზე გამოყოფილი ფული არის გაფლანგული. ახლად აშენებულ სახლებში არის პრობლემა წყლის, არის სრული ანტისანიტარია და იწამლებიან ადამიანები,”- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ჩიქოვანი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ის ახალ სისტემას შეიმუშავებს.
https://youtu.be/PNLvdH4CEUA