(ვიდეო) დავით საყვარელიძე: “ეს არის მოკითხვა პოროშენკოსგან”

დავით საყვარელიძე უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელად აირჩიეს

უკრაინის ყოფილმა პროკურორმა დავით საყვარელიძემ ტელეარხ NewsOne-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა, რომ განაგრძობს იმის კეთებას, რის გამოც მასზე ეჭვი მიიტანეს.
“პოროშენკოს უკვე დიდი ხანია სურს გაგვისწორდეს. ჯერ იმუქრებოდა, რომ საქართველოში გაგვიშვებდა, შემდეგ – მოქალაქეობა წაგვართვა, მერე გადაწყვიტა რაღაც დროით არ შევეშვით ქვეყანაში”, – აღნიშნა საყვარელიძემ.
მან მის წინააღმდეგ გამოთქმულ ეჭვს “მოკითხვა პოროშენკოსა და ლუცენკოსგან” უწოდა.
საყვარელიძის თქმით, გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს “მოკლე მეხსიერება” აქვს. “მას დაავიწყდა, რომ თავად იყო პოლიტიკური პატიმარი”, – განაცხადა საყვარელიძემ.
შეკითხვაზე, თუ რას მოიმოქმედებს იგი ბრალდების წაყენების შემდეგ, საყვარელიძემ ასე უპასუხა: ” იური ლუცენკომ იცის, რომ ციხეს ორი კარი აქვს: ერთი- შესასვლელი და მეორე – გამოსასვლელი. ჩვენ ეს არ გვაშინებს”.

 

https://youtu.be/dIS5DKwaaRo

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა
შემდეგი სტატია,,თუ ხალხი არ გამოფხიზლდა, ცოცხებიც მალე იქნება“ – პაატა ბურჭულაძე