(ვიდეო) დავით დონდუა ჰერბერტ ზალბერს შეხვდა

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუასა და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს ჰერბერტ ზალბერს შორის. დავით დონდუამ შეხვედრაზე ჰერბერტ ზალბერს დეტალურად გააცნო საქართველოს პოზიცია და შეშფოთება გამოხატა, ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთან გაკეთებილი განცხადებების გამო. ჰერბერტ ზალბერმა განმარტა, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რაც ძალიან ცხადი და აშკარა პრინციპია და ის, როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, მხარს უჭერს ამ პრინციპს.

[fbvideo link=”https://www.facebook.com/mfageorgia/videos/10154351346430899/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის საკრებულომ თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი შეძახილებისა და ხმაურის ფონზე დაამტკიცა
შემდეგი სტატია„მზიურში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა