(video) ჩხოროწყუ ადმინისტრაციულ რესურსებს მასობრივად იყენებს

“ჩხოროწყუში ყველა სახელმწიფო რესურსი პარტია “ქართული ოცნების” მოგებისკენ არის მიმართული. ყველაზე მეტად პოლიციელები აქტიურობენ, ისინი, ამომრჩევლებს მიაცილებენ საარჩევნო უბნამდე და მოაცილებენ უკან” – “თაიმერს” ადგილობრივმა მერაბ კ-მ განუცხადა.

“ასეთი რამე, რაც ახლა აქ ხდება, სააკაშვილის დროსაც არ იყო” – ამბობს მერაბ კ. “თაიმერის” მეორე რესპოდენტი ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მობილიზება გაუწია ყველა საჯარო რესურსს, ადმინისტრაციას, ძალოვანებს. “განსაკუთრებით პოლიცია აქტიურობს. ხომ იცით, ჩვენი თავდაცვის მინისტრი, ბატონი იზორია ჩხოროწყუდან არის. არ ვიცი ეს მისი ზეწოლით ხდება, რომ მან აჩვენოს, მის რაიონში ყველა სახელისუფლებო პარტიას უჭერს მხარს თუ ეს ადგილობრივი ძალოვანების ინიციატივაა, რომ მინისტრს თავი მოაწონონ” – ამბობს ამომრჩეველი ნათელა ლ.

ლედარსალეს მე-19 უბანში მმართველმა პარტიამ ფული დაარიგა ხმის მიცემის სანაცვლოდ – ადგილობრივი კობა კ. ამბობს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩხოროწყუს გამგებელმა “თაიმერს” განუცხადა, რომ ის ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის, მაგრამ გაარკვევს თუ ვინ და რა მიზნებით არიგებდა ფულს არჩევნების დღეს.
“ჩხორუწყუში ჰაერი გაჟრენთილია ზეწოლით. ეს არის “ოცნების” ლიდერების მიერ დილიდან, უცოდველი სახით დეკლარირებული დემოკრატიული პრინციპები, ეს არის კონკურენტუნარიანი თანაბარი გარემო, ან ეს არის ადმინისტრაციული რესურსების ჩაურევლობა? ან ადამიანურად რომ ვთქვათ, ორ რაიონს შორის ვაჟკაცური, სუფთა ურთიერთობები? ჰაერი გაჟღენთილია ტოტალური ზეწოლით, მაგრამ ხალხი არის მტკიცედ. ასეთმა მიდგომამ გადაიყონლა “ნაციონალური მოძრაობა” და ასეთი მიდგომა გადაიყოლებს ამ ხელისუფლებასაც” – ამბობს პაატა ბურჭულაძის პარტიის დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ჩხოროწყუში მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

https://www.youtube.com/watch?v=-UYy_rMAryc&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიირაკლი ოქრუაშვილი : „ცხრის ნახევარზე გამარჯვებას ვიზეიმებ”
შემდეგი სტატიამარნეულში “ოცნებისა” და “სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიების წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ