video ბესიკ ფარცვანია: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სერიოზულად დაზარალდა

“სტიქიამ წალენჯიხის მუნიციპალიტეტი სერიოზულად დააზარალა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა შეიქმნა შემდეგ სოფლებში : ლია, პალური, საჩინო, ფახულანი. მდინარეების კალაპოტიდან გადმოსვლის შედეგად დაინგრა შიდა გზები, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების ქვედა სართულები, დახოცილია შინაური ფრინველი, განადგურდა სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთები“, – განუცხადა წალენჯიხის გამგებელმა ბესიკ ფარცვანიამ საინფორმაცი სააგენტო “თაიმერს”. მისივე თქმით, სოფელ ქალაღალში მეწყერი ჩამოწვა და სოფელთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მთლიანად ჩამოშალა. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები. მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. საბედნიეროდ მსხვრეპლი არ არის.

 

 

 

 

 

https://youtu.be/lGa3HYxDrDY

(

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ე.წ. სამაშველო სამსახურმა მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
შემდეგი სტატია,,ისლამურმა სახელმწიფომ,, ბენ ლადენის თავშესფარი თორა ბორა დაიკავა…