(VIDEO) აზერბაიჯანელის სასტიკი მკვლელობა ვიდეომ დააფიქსირა

2015 წლის 10 დეკემბერს კაფეში მომხდარ მკვლელობის მასალებში ახალი დეტალი გამოჩნდა – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. დღეს გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც უკრაინის მოქალაქის კარმან მამედლის მკვლელობის მომენტია აღბეჭდილი.
ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ კარმანი სამი მამაკაცისგან გაქცევას ცდილობს. რომლებიც მას ქუჩაში მიათრევენ. მამაკაცი გასასვლელთან ვარდება. ერთ-ერთი თავდამსხმელი მას კომპიუტერის ნაწილს ურტყამს. ძლიერი დარტყმის შემდეგ, მამედლი მოძრაობას წყვეტს. თავდამსხმელები მშვიდად მიდიან შემთხვევის ადგილიდან.
გამოძიების ვერსიით, მამაკაცი შემთხვევით წარმოქმნილი ჩხუბის დროს ცემეს. მამაკაცებმა საბანკეტო დარბაზში იჩხუბეს, სადაც თავდამსხმელმა კარმანი ჯერ დანით დაჭრა, შემდეგ კი იარაღიდან ესროლეს.
გამოძიებას მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი ყავს, რომელიც თვითონ გამოცხადდა, მან მკვლელობის იარაღიც ჩააბარა.
მკვლელობა 32 წლის აზერბაიჯანელმა აღიარა, რომელიც ადრე ნარკოტიკების შენახვისთვის იხდიდა სასჯელს. ამასთანავე, ის ირწმუნება, რომ მხოლოდ ის მონაწილეობდა ინციდენტში, თუმცა, მკვლელობის მოტივებს ვერ ხსნის.
მოკლულის ახლობლები ადრე თვლიდნენ, რომ ბოროტმოქმედება წინასწარ იყო დაგეგმილი. მათი მტკიცებით, მკვლელობა, სავარაუდოდ, კარმანის ბიზნესთან იყო კავშირში.

https://youtu.be/Eu3D9IL-VNw

banner
წინა სტატიაშითურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა
შემდეგი სტატია“ისლამურმა სახელმწიფომ” გამოაცხადა, რომ რომის პაპი მათი ნომერ პირველი მტერია