(video) “მე არა ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება” – ხალვაში “რუსთავი 2”-ს ყიდის?

მე არ ვაპირებ „რუსთავი 2“-ის გაყიდვას, მაგრამ არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები, – ამის შესახებ “TVპირველის“ ეთერში ქიბარ ხალვაშმა განაცხადა.

მისი თქმით, ის არ არის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან სჭირდება. „მე ვარ ბიზნესმენი, რომელიც აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ თავისი ქონება გამრავლდეს. მე ტელევიზია არ მჭირდება იმისთვის, რომ ან დავიცვა ჩემი პარტიული ინტერესი, ან გავამრავლო ჩემი ქონება. 2 წლის განმავლობაში ვიყავი ხელმძღვანელი და არ გამომიყენებია არც ერთი კონკურენტის წინააღღმდეგ, არ გამომიყენებია არც ერთი კრიტიკული გადაცემა ბიზნესის საწინააღმდეგოდ. ასე რომ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელსაც ტელევიზია ძალიან ჭირდება. ეს ჩემთვის არის მატერიალური ქონება და ჩემი ზარალის ნაწილის ანაზღაურების საშუალება. მე არ ვაპირებ მის გაყიდვას, მაგრამ არ გპირდებით, რომ მთელი ცხოვრება ტელევიზიის მფლობელი ვიქნები“, – განაცხადა ხალვაშმა.

https://www.youtube.com/watch?v=kdIhjy0kiG0&feature=youtu.be

 

banner
წინა სტატიაში,,ვისაც გიხარიათ,ნუ გიხარიათ ,,რუსთავი ორის” ამბავი…”- გრიგოლია
შემდეგი სტატიანიკა მაჭუტაძე: ქიბარ ხალვაშის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას