(video) არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, ყოველთვის გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება

მეგობრებო, მინდა, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ ძალიან შრომატევადი, ენერგოტევადი რამდენიმე დღისთვის, მინდა, ორიოდე სიტყვა ვთქვა საკუთარ თავზე, რომ სხვამ არ თქვას და მერე დითირამბებში არ ჩაითვალოს – არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები, ყოველთვის გავდივარ ხოლმე სუფრიდან, როცა ასეთი რამ ხდება. თათბირის დროს არასდროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ და არასოდეს, არც ერთ ორგანიზაციაში, სადაც მიმუშავია, არ მიმართავს ის შიდა დაპირისპირებებისა და ინტრიგების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ სრულიად ახალი სტილით იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რომელიც დღეს გვაქვს და ამიტომ ვახსენება ამას. რატომ ვახსენებ ამას ზუსტად დღეს და რატომ გესაუბრებით თქვენ, ჩვენს ოპონენტებს, ამასაც ძალიან კონკრეტული მიზანი აქვს. ის, რასაც თქვენ გუშინ უწოდეთ პოლიტიკური უტიფრობა თუ სხვა სიტყვები, მე მინდა ერთი ძალიან მარტივი სიტყვა ვუწოდო, ეს არის მეგობრებო, ქედმაღლობა, ამიტომ არ აგირჩიათ თქვენ ქართველმა ხალხმა და საქართველოს მოსახლეობამ, ეს არის ყველაზე მთავარი მიზეზი, რის გამოც, ნაციონალური მოძრაობა დღეს არის უმცირესობაში და ამას სჭირდება გაანალიზება და გაცნობიერება. ”

https://youtu.be/gY4gFt6S09w

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილის გამაფრთხილებელი სტატუსი
შემდეგი სტატია(video) ნიკა მელიამ ვიქტორ დოლიძეს “გადაუარა”