(video) აფხაზური წარმოშობის რუსმა საოპერო მომღერალმა ხიბლა გერზმავამ თავი შეირცხვინა

აფხაზური წარმოშობის რუსმა საოპერო მომღერალმა ხიბლა გერზმავამ თავი შეირცხვინა რუსეთის ჰიმნის შესრულების დროს. „იუთუბზე“ გამოქვეყნდა ვიდეო, სადაც მოჩანს თუ როგორ აერია მომღერალს ჰიმნის ტექსტი და ერთ მომენტში მინუს-ფონოგრამის ხელახლა ჩართვაც კი მოითხოვა.
ინციდენტი მოხდა რუსეთის „პირველი არხის თასზე“ მიმდინარე ჰოკეის ტურნირის მეორე მატჩის დაწყების წინ. ერთმანეთს ხვდებოდნენ რუსეთის და ჩეხეთის გუნდები.
შემთხვევას უამრავი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა სოცქსელებში. ერთმა მომხმარებელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა მომღერალი არ იყო ფხიზელ მდგომარეობში.
ხიბლა გერზმავას რუსეთის სახალხო არტისტის წოდება მიენიჭა 2012 წ.

https://youtu.be/NVPSK6QIrfw

banner
წინა სტატიაშინატო შავ ზღვაზე ძალების გაძლიერებას აპირებს
შემდეგი სტატიაალეპოდან ევაკუაციის შესახებ ახალი შეთანხმება შედგა