ანტალიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს (ვიდეო)

თურქული მედიის ცნობით, ანტალიაში ხუთკაციანი ჯგუფი დააკავეს, რომლის წევრებიც ქალაქში ავტომობილებსა და ბინებს ძარცვავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, მათ შორის – ერთი ქალი. როგორც თურქული პრესა წერს, დაჯგუფების წევრები ნიღბებით მოქმედებდნენ. მედიაში ვრცელდება დაკავების ამსახველი ვიდეომასალა და ხუთივე ეჭვმიტანილის ინიციალები. დაკავების ოპერაცია ანტალიის პოლიციამ განახორციელა, ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების გამოყენებით შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ძვირფასი ნივთები.

 

https://youtu.be/z9rk01vv4EQ

banner
წინა სტატიაშიხულორდავა მუხთარლის საქმეში ქართული სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობას არ გამორიცხავს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილი ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდა