(video) ანდრეი კარლოვის თავდასხმის პირველი ვიდეოკადრები

 

ანკარაში, თურქეთში რუსეთის ელჩზე ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ელჩმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო, რის შედეგად ჰოსპიტალში გარდაიცვალა. თავდასხმას ადგილი ჰქონდა ფოტოგამოფენის გახსნის ცერემონიაზე ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში, როდესაც კარლოვი ტრიბუნასთან იდგა და სიტყვით გამოდიოდა. ელჩის გარდა კიდევ 3 ადამიანია დაჭრილი. უცხოური მედიის ცნობით, ტერორისტები პოლიციელის ყალბი საბუთებით შევიდნენ გალერეაში და სროლის მომენტში გაიძახოდნენ „გაეთრიეთ ალეპოდან“. 1954 წ. დაბადებული ანდრეი კარლოვი თურქეთში ელჩად 2013 წლიდან მუშაობდა.

https://youtu.be/i3_MdMjLh0s

banner
წინა სტატიაშირუსეთის პრეზიდენტს ელჩზე თავდასხმის შესახებ უკვე მოახსენეს
შემდეგი სტატიავაშინგტონმა ანკარაში რუსეთის ელჩზე თავდასხმა დაგმო