(video) ალმას ჯაპუა პარლამენტს უპირისპირდება-რა ხდება ამ წუთებში სოხუმში

japuaaaaალმას ჯაპუას განცხადებით, რახან მისი ხმა არ იქნა შესმენილი, შეუძლებლად მიაჩნია მიმდინარე მოწვევის აფხაზეთის „სახალხო კრების“ (პარლამენტი) წევრობა“. შესაბამისი განცხადებით მან დღეს მიმართა პარლამენტის სპიკერს. შეგახსენებთ, დეპუტატმა ალმას ჯაპუამ ამა წლის 15 აპრილს პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც აწესებს მორატორიუმს უცხოეთის მოქალაქეების მიერ უძრავი ქონების შესყიდვაზე. 16 აპრილს დაუდგენელმა პირებმა ააფეთქეს მისი ავტომანქანა. დღეს სოხუმში პოლიტიკური პარტია „აინარის“ ინიციატივით გაიმართა მიტინგი, რომელმაც მხარი დაუჭირა ჯაპუას ინიციატივას. ბოლო ინფორმაციით, მომიტინგეებს მიმართა აფხაზური პარლამენტის სპიკერმა, რომელმაც განმუხტა სიტუაცია დაპირებით, რომ პარლამენტი განიხილავს ჯაპუას კანონპროექტს მომდევნო ხუთშბათს.

https://youtu.be/MF29gDo9x5s

 

https://youtu.be/b3SpBpcwjLg

banner
წინა სტატიაში“ჩვენ არ გვეშინია!”-“აუდიტორია 115” მათზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში ბიუროკრატების ჩხუბს ოთარ დანელია შეესწრო