(Video) ახალი მოდიფიკაციის 50 და 20-ლარიანი ბანკნოტების გაყალბებისა და გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებზე და ფიზიკურ პირებზე, სისტემატურად ასაღებდნენ კუსტარულად დამზადებულ, ახალი მოდიფიკაციის გაყალბებულ ლარის კუპიურებს.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ყალბი 20 და 50-ლარიანი ბანკოტები.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

https://www.youtube.com/watch?v=VxCOq-maN8Q&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“ენმ” დღეს თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების დროებით შეჩერების საკითხს დააყენებს
შემდეგი სტატიაიმედი მაქვს, სამომხმარებლო ტარიფები არ გაიზრდება, ხოლო თუკი ეს მოხდება, სოციალურად დაუცველ ფენას არ დააწვება – ვიქტორ დოლიძე