პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, “საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ” რეზოლუციის პროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
რიგგარეშე სხდომაზე, საკუთარი ადგილიდან ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა ადა მარშანიამ “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის გამოსვლა გააპროტესტა.
ადა მარშანია საკუთარი ადგილიდან ყვიროდა, რის გამოც, მას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წესრიგის დაცვა მოსთხოვა.
ადა მარშანიასთან ერთად ჭიაბერაშვილის გამოსვლა მისმა ფრაქციის წევრებმა მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტეტეს.
https://youtu.be/0ZAdCwmS8Dk