(Video) 5-ლარიანი ხარ მოსული, ხელისუფლება გიხდის ხელფასს – დაპირისპირება კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვაზე

დაპირისპირება კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვაზე. ერთმანეთს მოსახლეობა და დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს წევრები დაუპირისპირდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირება დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის, გამოსვლას მოჰყვა. ლორთქიფანიძეს სიტყვით გამოსვლა არ დაასრულებინეს. დიმიტრი ლორთქიფანიძე სიტყვით გამოსვლისას სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობდა. კერძოდ კი მოსამართლეთა არჩევის და უვადოდ დანიშვნის წესზე.

„5 წუთი არ მეკუთვნოდა, რომ დამემთავრებინა ფრაზა? პირში რომ მივარდებიან, ხელისუფლების მოყვანილი ხალხია. თავის საკუთარ სინდისს ჩახედოს ყველამ,“ – განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.

პარტიის წევრებმა მოქალაქეების ნაწილი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულეს.

„პროვოკაციაზე მოდიხართ ახლა თქვენ იმიტომ, რომ 5-ლარიანი ხარ მოსული, ხელისუფლება, რომ გიხდის ხელფასს,“ – მიმათა პარტიის წარმომადგენელმა მოქალაქეს.

https://www.youtube.com/watch?v=Gg8qT4HjAfA&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუცია” შეხვედრებს ქუთაისში განაგრძობს
შემდეგი სტატიაბათუმში 15 000 ლარის სანაგვე ურნა დაიწვა