ვიცე პოლკოვნიკ გია ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმაციას არ ფლობს

პროკურატურის განცხადებით, გიორგი ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურისთვის არ მოუმართავს არცერთი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს და საქართველოს პროკურატურის მხრიდანაც მოცემულ საკითხთან დაკავშირებით არ განხორციელებულა რაიმე სახის კომუნიკაცია საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.

უწყების ცნობით, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურა არ ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას.

ქართველი ჯარისკაცი, რომელიც აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, დღეს რუსეთის მოთხოვნით დაკავებულია და ციხეში ზის. გია ცერცვაძე ერთი კვირის წინ უკრაინაში აიყვანეს.

წყარო:რუსთავი2

banner
წინა სტატიაშინიკა მელია ე.წ. მატროსოვის ციხეში ვანო მერაბიშვილს ხვდება
შემდეგი სტატიააფხაზ და ოს ძმებს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში, განსაკუთრებული სტატუსი უნდა შევთავაზოთ – ქუცნაშვილი