ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გზა გადაკეტეს

უკრაინაში დაკავებული, ვიცე-პოლკოვნიკის, გია ცერცვაძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გზა გადაკეტეს, რასაც მათ და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

სამართალდამცველები მოქალაქეებს გზის სამანქანო ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ, თუმცა აქციის მონაწილეები მათ მოთხოვნას არ ემორჩილებიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლება ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით დროულ რეაგირებას არ მოახდენს, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

banner
წინა სტატიაში“მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს კონტაქტებს უკრაინაში, რომ დავეხმარო გიორგი ცერცვაძეს”
შემდეგი სტატია(FOTO) გია ცერცვაძის წერილი ციხიდან- ,,იმედია, უკრაინა არ გადასცემს ჩემ თავს ჩვენს საერთო მტერს”