ცვი არიელი: მიქიაშვილის და აბაშიძის დეპორტაცია უნამუსობის ერთ-ერთ უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს

ქართული არმიის გადამდგარი ოფიცერი დავით მიქიაშვილი და ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორი მამუკა აბაშიძე, რომლებიც საქართველოში გააძევეს, არიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. ამის შესახებ გაზეთ “უკრაინკსკაია პრავდას” განუცხადა უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედრო ინსტრუქტორმა ცვი არიელმა.
მისი თქმით, მან ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მათთან ერთი წელი გაატარა. ცვი არიელი აცხადებს, რომ მიქიაშვილი და აბაშიძე ამზადებდნენ 79-ე ბრიგადის და ლუგანსკის ოლქის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს. “მიქიაშვილი და აბაშიძე – მაღალი დონის სამხედრო სპეციალისტებია. მათ ათასობით უკრაინელი მეომარი მოამზადეს და, შესაძლოა, ძალიან ბევრს სიცოცხლეც შეუნარჩუნეს. ამ ქართველთა გაძევება უკრაინის მხრიდან არის სიმდაბლე…მიქიაშვილი კიდევაც დაიჭრა ლუგანსკის ოლქში ბრძოლების დროს…და ამის შემდეგ მათი დეპორტაცია უნამუსობის ერთ-ერთ უმაღლეს გამოვლინებას წარმოადგენს”, – განუცხადა გაზეთ “უკრაინსკაია პრავდას” ცვი არიელმა.

banner
წინა სტატიაშისამი ქართველის აღიარება სასტუმრო “უკრაინის” შენობიდან სამართალდამცავთა დახვრეტის შესახებ არის ყალბი
შემდეგი სტატიაამ წუთებში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს