,,ვგძნობ, რომ იქნება მეორე ტური“ – ალეკო ელისაშვილი ოპონენტ კანდიდატებს დებატებს სთავაზობს

ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმრებს მიმართავს

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მას მეორე ტურის მოლოდინი აქვს. ელისაშვილი აცხადებს, რომ მისი მთავარი კონკურენტი სახელისუფლო კანდიდატია და ის გამარჯვებისთვის ემზადება.
,,დაგვიძახეთ ჟურნალისტებმა მერობის კანდიდატებს და გვკითხეთ როგორ უნდა მოხდეს სიღარიბის დაძლევა. მოგვეცით დრო და ავუხსნათ ხალხს რაც ადარდებს, პრობლემები რომელიც ქუჩაში ყრია.

მაქვს მოლოდინი და ვგრძნობ რომ იქნება მეორე ტური და მე ხალხის მხარდაჭერით ვემზადები გამარჯვებისთვის. ცუდია რომ კვლევები არ ტარდება, მაგრამ ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობ“ – განაცხადა ელისაშვილმა ტვ პირველის თოქშოუ ,,რეაქციაში“.

ვინ იქნება ალეკო ელისაშვილის გამარჯვების შემთხვევაში მისი პოლიტიკური პარტნიორი საკრებულოში? – ელისაშვილი ამბობს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში ის წარადგენს ქალაქის გადარჩენის გეგმებს ,,ჩემი პარტნიორი იქნება ის ვინც არ არის მექრთამე, ქართული ოცნება იქნება თუ ნაციონალური მოძრაობა, ვინც წესიერია ყველა იქნება, მაგრამ ყველაზე დიდი პარტნიორი იქნება ხალხი“ – განაცხადა ელისაშვილი თოქშოუ ,,რეაქციაში“.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზ მამალაძის ადვოკატი პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს
შემდეგი სტატია,,ვის აქვს ნევროზი გასაგებია… ეტყობა იმ ნევროზიანმა დაურეკა და უთხრა ატეხეთ ამბავიო“ – ზაალა უდუმაშვილი პრემიერს პასუხობს