,,ვერსია, თითქოს სუს-მა შემოიყვანა ჩატაევი, უბრალოდ, ღირსების შემლახავია”

ჩემო ირაკლი, შენ ხარ შენი ქვეყნის და საქმის ერთგული ადამიანი

ის ვერსია, რომ თითქოს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა ჩატაევი, უბრალოდ ღირსების შემლახავია, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ვიდრე ხელისუფლება დუმილის უფლებას იყენებს, აბსოლუტურად ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მათ შორის იმ ვერსიასაც, რომ ჩატაევი ხელისუფლებამ თავად შემოიყვანა საქართველოში.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, განცხადებები, თითქოს ”ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და სპეცრაზმელებს თანამებრძოლი და ოჯახს წევრი მოუკლა” არის დიდი შეურაცხყოფა.

”ირმა ნადირაშვილი საუბრობდა ვერსიებზე და კითხვებზე. კი ბატონო, მე ვთქვი რომ ამის უფლება გაქვთ, მაგრამ ვერსია ვერსიაა და პოლიტიკური თავდასხმა და შეურაცხყოფა – მეორეა. ის ვერსია, რომ თითქოს თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შემოიყვანა, უბრალოდ ღირსების შემლახავია. რას ეუბნებით გარდაცვილი გმირი სპეცრაზმელის ოჯახის წევრებს? ან მის თანამებრძოლებს? რომ მისმა ხელმძღვანელობამ მტერი შემოიყვანა და თანამებრძოლი და ოჯახის წევრი მოუკლა?

ეს ხომ ძალიან დიდი შეურაცხყოფაა? ეს ხომ არ გჯერათ თქვენ? ეს სირცხვილია თქვენი მხრიდან. კიდევ ერთხელ უნდა შევძლოთ თუნდაც იშვიათად ჩვენი კონსოლიდირება და საერთო ინტერესების დაცვა”, -განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

დღეს სხდომაზე განცხადება გააკეთა უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა.

„ვიდრე დუმილის უფლებას იყენებთ, აბსოლუტურად ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, იმ ვერსიასაც, რომ ჩატაევი თქვენ თავად შემოიყვანეთ საქართველოში, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადრიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებს.
დეპუტატის თქმით, ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთხელ უკვე ითანამშრომლა ჩატაევთან.

banner
წინა სტატიაშიქეთი ბოჭორიშვილი – 2021 წელს ანაკლიის პორტის პირველი ფაზა დასრულდება
შემდეგი სტატიაე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა 18 დეკემბრამდე გადაიდო