ვერეს ხეობის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეიზღუდა

ვერეს ხეობის მიმართულებით ავტომანქანების მოძრაობა დროებით შეიზღუდაძლიერი წვიმის გამო, ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი მოქმედებს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადი შეინიშნება თბილისის ჩრდილოეთ ნაწილში – დიდი დიღმისა და გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიებზე.

გარდა ამისა, ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია, ხოლო გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით – ე.წ. ვერეს ხეობის მიმართულებით, მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითუ დამიდებენ ფაქტს, რომ პოლიციელების მიმართ ერთი სიტყვა მაინც მაქვს ცუდად ნათქვამი, საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს
შემდეგი სტატიაძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მობილიზებულია