ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გვირაბის აღდგენისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა

ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გვირაბის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ნახევარ მილიონზე მეტი ლარი გამოიყოფა.
მთავრობის განკარგულების თანახმად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, თბილისის მერიას მიეცა უფლება, თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული ფოლადის კონსტრუქციის მე-7 გვირაბის და მისი სათავისის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული
ტენდერის მეშვეობით.
ამ მიზნით თბილისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან 550 000 ლარი გამოიყოფა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: 2015 წელს ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა
შემდეგი სტატიათბილისის მერიის საკუთრებაში არსებული ოთხი შპს გაერთიანდა