ვერეს ხეობაში სარეკრეაციო ზონა, საგანმანათლებლო ცენტრები და სპორტული კომპლექსები გაშენდება

news
: news დეკემბერი 5, 2015 12:37

ვერეს ხეობაში სარეკრეაციო ზონა, საგანმანათლებლო ცენტრები და სპორტული კომპლექსები გაშენდება

როგორი უნდა იყოს ვერეს ხეობა – სივრცით-ტერიტორიული განვითარების კონცეფციის პრეზენტაცია თბილისის მერიაში ამ წუთებში მიმდიანრეობს.

ვერის ხეობასა და მისი მიმდებარე ტერიოტორიის განვითარებისთვის გამოცხადებულ კონკურსში მერიას საუკეთესო წინადადება შპს არქიტექტურულმა ბიურომ წარმოადგინა.

ვერეს ხეობაში სარეკრეაციო ზონა, საგანმანათლებლო ცენტრი და სპორტული კომპლექსები გაშენდება. ტერიტორიაზე იქნება საცურაო აუზი და ინფრასტრუქტურა ექსტრემალური სპორტისთვის.

ტერიტორიაზე იქნება ველობილიკები და საფეხმავლო ზოლებიც.

ცნობილია ისიც, რომ ტერიტორიაზე არ აშენდება საცხოვრებელი სახლები და ბიზნესცენტრები.

როგორც დღეს მერიაში განმარტეს, ტერიტორიაზე მომზადების სამუშაოები 2016 წლიდან დაიწყება. სწორედ მომდევნო წელს გაიხსნება 13 ივნისის მემორიალიც.

პროექტის დაფინანსების გზები ამ დროისთვის ცნობილი არ არის. ცნობილი არ არის არც პროექტის საბოლოო სახე. თუმცა, კომპანია არქიტექტურულმა ბიურომ კონკურსში უკვე გაიმარჯვა.

news
: news დეკემბერი 5, 2015 12:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics