ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გაკეთდება

მომავალ წელს ვერეს ხეობაში, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გაკეთდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თბილისის მერიაში განუცხადა.
მისივე თქმით, მდინარე ვერეს ხეობის სივრცით-ტერიტორიალური მოწყობის კონცეფცია მუშავდება, რომლითაც ვერეს ხეობა სარეკრეაციო ზონად ჩამოყალიბდება.
მისივე თქმით, ამ მიზნით, 2016 წელს ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები შესრულდება. სტიქიის ადგილზე კი დაგეგმილია 13 ივნისს დაღუპულთა მემორიალის გაკეთება.
საუბრისას ნარმანიას არ დაუკონკრეტებია, როგორი იქნება მემორიალი.
როგორც მერიაში აცხადებენ, კონცეფცია დაახლოებით ორ თვეში ჩამოყალიბდება, რის შემდეგაც ვერეს ხეობის განვითარების პროექტი მომზადდება.

banner
წინა სტატიაშიკურტ ვოლკერი: ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ალიანსის წევრობის ან მაპის პროცესის დაჩქარებას
შემდეგი სტატია“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს