“ვერავინ გაექცევა დანაშაულს”- გიორგი კვირიკაშვილი გოდერძი თევზაძეზე

ძალიან კარგია, რომ გოდერძი თევზაძე არის დაკავებული, მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული გოდერძი თევზაძის პოლიციისთვის ჩაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დემურ სტურუას საქმესთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ძალია კარგია, რომ ის არის დაკავებული დღეს, მას აქვს სრული უფლება, რომ დაიცვას თავისი უფლებები. რადგან გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ წინასწარი კომენტარები აღარ უნდა გავაკეთოთ. გამოძიება ჩატარდება და მერე ყველაფერი დადასტურდება რა არის სიმართლე და ვერავინ ვერ გაექცევა დანაშაულს, მაგრამ ჯერ გამოძიება მიმდინარეობს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე, სამართალდამცავებს გუშინ ჩაბარდა.

გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: პოლიცია იქნება თუ სხვა, ყველა უნდა ეცადოს, რომ ნებისმიერი დაძაბულობის პრევენცია მოხდეს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი: დესტაბილიზაციის ერთადერთი წყარო საქართველოში “ქართული ოცნებაა”