“ვერანაირი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობადი სახეები ვერ იხსნის ქართულ ოცნებას 8 ოქტომბერს მოსალოდნელი კრახისაგან”

შევარდნაძის ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის წარდგენას ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატად აკრიტიკებენ “ნაციონალურ მოძრაობაში”.

ასევე მიაჩნიათ, რომ კანდიდატები, რომლებსაც მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ ქონიათ კავშირი მმართველ გუნდთან, ხელისუფლებას ვერ მოუტანენ წარმატებას.

„შევარდნაძის დროინდელი მინისტრის შეთავაზება ქუთაისისათვის მაჟორიტარ დეპუტატად, სიმბოლურად აღინიშნავს, იმას თუ რა სტანდარტია დღევანდელ ხელისუფლებაში და ქართულ ოცნებაში და თუ რა დამოკიდებულება გააჩნია მას საპარლამენტო ქალაქის მიმართ. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ვერანაირი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობადი სახეები, ადამიანები, რომლებიც არ ასოცირდებიან ამ ოთხწლიან უუნარობის პერიოდთან, ვერ იხსნის ქართულ ოცნებას 8 ოქტომბერს მოსალოდნელი კრახისაგან,“-განაცხადა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია თევდორაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატიაშსს-მ სიღნაღის რაიონში უკანონო იარაღი ამოიღო