“ვერ ვხედავ რაიმე ტიპის მიზანს გვენეტაძის კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე ეროვნული ბანკის საბჭო სრულად ყოფილიყო დაკომპლექტებული.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, იმ ორმა კომიტეტმა, რომლებიც განიხილავს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს, კობა გვენეტაძეს მხარი დაუჭირა.

“დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ბატონ გიორგი ქადაგიძეს ეწურება უფლებამოსილების ვადა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პრეზიდენტის დავალებით გავაკეთეთ ყველაფერი, იმისათვის, რათა არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ეროვნული ბანკის საბჭო სრულად ყოფილიყო დაკომპლექტებული და შესაბამისად, მიეღო გადაწყვეტილება ახალი ხელმძღვანელის არჩევასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ იქნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ბატონი კობა გვენეტაძე. საქართველოს პარლამენტის ორმა კომიტეტმა, რომელიც განიხილავს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს, ესაა დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა ბატონ გვენეტაძის კანდიდატურას და არსებულ ვითარებაში ვერც პოლიტიკური თვალსაზრისით, ვერც არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, ვერ ვხედავ რაიმე ტიპის მიზანს კანდიდატურის მხარდაჭერის უარყოფასთან დაკავშირებით”, – განაცხადა აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო სახალხო დამცველს მოუწოდებს, დეტალებში უფრო ღრმად ჩაიხედოს
შემდეგი სტატიალაჩხუთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა