ვერ ხერხდება ხანძრის ლოკლიზება, რის გამოც შესაძლოა ხანძარი მთელ ტერიტორიას მოედოს

როგორც “თაიმერის” კორესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, ამ დრომედე  ვერ ხერხდება ხანძრის ლოკლიზება, რის გამოც შესაძლოა ხანძარი მთელ ტერიტორიას მოედოს. მაღაზიების მეპატრონეები აცხადებენ, რომ საწყობებში არის საღებავები, რის გამოც შესაძლოა ხანძარი უფრო მასშტაბური გახდეს.

პოლიციის თანამშრომლების თქმით, ტერიტორიიდან პრაქტიკულად ყველა ადამიანი გამოყვანილია.ხოშარაულის ქუჩაზე ავტონაწილების ბაზრობის მაღაზიების მფლობელებმა ამ დრომდე არ იციან, თუ რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი და რა სახის ზარალი მიადგათ მათ.

როგორც ცნობილია, ხანძრის შედეგად, არავინ დაშავებულა.ხანძარი ავტონაწილების ბაზრობას დაახლოებით 2 საათის წინ გაუჩნდა.

banner
წინა სტატიაშიავტონაწილების მაღაზიაში გაჩენილი ხანძარი დაახლოებით 600 კვ.მ-ზეა მოდებული
შემდეგი სტატია(ვიდეო) ელიავა ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია