ვერ ივარგებს მინისტრი? თვითონ იქნება დიდი ოდეერი – დავით ბერძენიშვილი

ამომრჩეველთა რაოდენობის სხვაობა იქნება 10-15 პროცენტის ფარგლებში და არა მეტი

ნაციონალური მოძრაობის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს, რომელიც უსაფრთხოების სამსახურების გაუქმებას ეხება, მმართველ გუნდში არ ეთანხმებიან.

როგორც ჟურნალისტებთან რესპუბლიკური პარტიის წევრმა, დავით ბერძენიშვილმა, განაცხადა, დღეს არსებული სისტემები სწორედ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მიერ შექმნილებია და მათ ნაწილში ახალმა ხელისუფლებამ სერიოზული ცვლილებები განახორციელა.

„სოდი, კუდი, ფარული მოსმენები, კასრები და ათასი უბედურება არ მიგვეღო ჩვენ მემკვიდრეობით, იქნებოდა გაცილებით უკეთესი. ოდეერების ინსტიტუტის წინააღმდეგ რესპუბლიკელებმა ბევრი ვიმუშავეთ და დღეს კანონით ოდეერი არ არსებობს. კეთილი ინებოს ყველა უწყების ხელმძღვანელმა და არ მიიღოს ოდეერად სამსახურში და საკუთარი ბიუჯეტის ხარჯები არ გაანაწილოს რეალურად სპეც-სამსახურის წარმომადგენლებზე. ივარგებს მინისტრი ან ამა თუ იმ დიდი უწყების სხვა ხელმძღვანელი, არ ეყოლება ოდეერი. ვერ ივარგებს? იქნება თანამონაწილე და თავისთავად თვითონ იქნება დიდი ოდეერი,“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ჩანაწერების გადაცემა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ხდებოდა – მთავარი პროკურატურა
შემდეგი სტატიაპრემიერი განათლების მინისტრს თსუ-სთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ორგანიზებისკენ მოუწოდებს