„ვერ გეტყვით ვინ მოხვდება ცვლილებებში და რომელი მინისტრები გააგრძელებენ მუშაობას“

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რომელ მინისტრს შეეხება ცვლილება ახალი მთავრობის დამტკიცების შემდეგ.

მისი თქმით, მთავრობა გააგრძელებს მუშაობას, რათა საქართველოში ბიზნეს გარემო გაუმჯობესდეს და შესრულდეს საარჩევნოდ გამოცხადებული ყველა პრიორიტეტი.

„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რათა ბიზნეს გარემო იყოს უკეთესი საქართველოში. რათა შევქმნათ პირობები იმისათვის, რომ ფისკალური ინსტიტუტები მუშაობდნენ გამართულად, რათა მოხდეს ბიუჯეტის გამჭირვალედ ხარჯვა და ჩევნი პრიორიტეტები, რომლებიც გაცხადებული გვქონდა საარჩევნოდ, იყოს შესრულებული“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ნოდარ ხადურის თქმით, გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტი იქნება, თუ ვის შეეხება სამთავრობო ცვლილებები სამომავლოდ.

„მე ვერ გეტყვით ვინ მოხვდება ამ ცვლილებებში. მე მინდა გითხრათ, რომ სხვა მინისტრებისგან განსხვავებით, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები უფრო აქტიურად თანამშრომლობენ, როგორც წესი, მაგრამ მაინც ეს იქნება ბატონი გიორგის გადასაწყვეტი, რომელი მინისტრები გააგრძელებენ მუშაობას არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიის ყველა წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა – ლევან ბერძენიშვილი
შემდეგი სტატიატყემალაძე ვარაუდობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები გაზაფხულზე განხორციელდება