ვერ ეღირსებით უკრაინის ძარცვის უფლება მოგცეთ – სააკაშვილი vs იაცენუკი

ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენუკი და ენერგეტიკის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ნიკოლაი მარტინენკო, სახელმწიფოსთვის „უაღრესად წამგებიანი“ ხელშეკრულების დადებაში დაადანაშაულა, რომელიც ოდესის პორტისპირა საწარმოსთვის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა „შუსტერ ლაივში“ ისაუბრა.
„ამ დრომდე ისინი ჩვეულებრივ სქემას მიმართავდნენ, ახლა კი არაკანონიერ შეთანხმება „ტოლინგზე“ გადავიდნენ, რომელიც ბევრ ქვეყანაში იკრძალება. ის მდგომარეობს შემდეგში: შენ იღებ გაზს, შენთვის იტოვებ მხოლოდ გადამუშავების ღირებულებას, დანარჩენი პროდუქცია კი გადადის ბაზარზე და ყიდის ის კომპანია, რომელმაც თავად მოგყიდა გაზი. ჩვენ მოვიპოვეთ ეს ხელშეკრულება, თუმცა ჯერჯერობით არაოფიციალურად“ – განაცხადა სააკაშვილმა.

„როგორც კი კორუფციული გარიგებების წინააღმდეგ ბრძოლა დავიწყეთ, აყვირდნენ, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციას ვიწვევდით. იაცენიუკის წელიწადნახევრიანი პრემიერობის პერიოდში, მისი მეგობრები სახელმწიფო საწარმოების ხარჯზე მილიარდელები გახდნენ. ოდესის პორტისპირა ქარხნის კონტრაქტის გამო უკრაინა ყოველწლიურ 90 მილიონი დოლარის ზარალს ნახავს. 2 ნოემბერს ღამით, იაცენიუკმა სთხოვა ერთ-ერთ მინისტრს, დაეცვა ეს კონტრაქტი. ინფორმაცია მინისტრმა დამიდასტურა. ყველფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კონტრაქტი გაუქმდეს. რაც შემეხება მე, ამაოდ მომიწოდებთ საქართველოში დავბრუნდე და უკრაინის მშვიდად ძარცვის უფლება მოგცეთ. ვერ ეღირსებით!“ – აცხადებს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთი საფრანგეთს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საკუთარ ავიაბაზას სთავაზობს
შემდეგი სტატიაისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებულ დავით ბორჩაშვილს ქირურგიული ოპერაციისთვის ამზადებენ