ვენესუელას ზოოპარკში შიმშილისგან 50 ცხოველი დაიღუპა

უკანასკნელი ექვსი თვის მანძილზე კარიკუაოს (ვენესუელას დედაქალაქში) ზოოპარკში 50 ცხოველი დაიღუპა – ზოოპარკის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა მარლენ სიფონტესმა განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე მათგანმა, სიკვდილამდე ორი კვირა სრულ შიმშილობაში გაატარა. ხორცის უკმარისობის გამო, ვეფხვების რაციონში მანგოს და გოგრას უმატებდნენ.
სიფონტესის თქმით, სხვა ქალაქებში ზოოპარკები უარეს დღეში არიან. თანამშრომლები ცხოველებისთვის ადგილობრივ მეწარმეებს სთხოვენ ხორცს და ხილს.

მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემის გამო ვენესუელა უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. ქვეყანაში პირველადი მოხმარების ნივთების დეფიციტია. მაღაზიის თაროები ცარიელია. ხალხი რიგებში დღეების განმავლობაში დგას.
ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელას პრობლემები აშშ-მ შეუქმნა, რომ არსებული ხელისუფლება შეცვალოს – “ბიბისი” წერს.

zz zzzz

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში წაიქცა მუხა ფილმიდან “გაქცევა შოუშენკიდან”
შემდეგი სტატიაგაერო: “ბოკო ჰარამმა” უკანასკნელ 6 თვეში 50 ბავშვი თვითმკვლელი-ტერორისტი გახადა