ვენესუელა: მარუდო გაფიცულ ქარხნებში შეჭრით იმუქრება

ვენესუელა: მარუდო გაფიცულ ქარხნებში შეჭრით იმუქრება

4ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მარუდო ქარხნებში გაფიცულ მუშებს და ქარხნების მფლობელებს ციხით დაემუქრა.
“ჩვენ ქარხნების სამუშაო გრაფიკის აღსადგენად ყველა ღონეს უნდა მივმართოთ, რომლის პარალიზება ბურჟუაზიამ გამოიწვია” – განაცხადა მარუდომ კარაკასში გამართულ მიტინგზე.
მან ასევე კოლუმბიასთან საზღვარი გააძლიერა მას შემდეგ, რაც კოლუმბიის პრეზიდენტმა ალვარო ურიბემ ვენესუელას ოპოზიციის დასაცავად განცხადება გააკეთა.
ოპოზიციის წარმომადგენლები მარუდოს გადაყენებას ითხოვენ.

პარასკევს ქვეყნის პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რომ “აგრესორ დასავლეთს” შესაბამისი პასუხი გასცეს, რომელიც, მისი აზრით, ვენესუელას პრობლემებშია დამნაშავე.

banner
წინა სტატიაში“კასაბლანკას” უკანასკნელი მსახიობიც გარდაიცვალა
შემდეგი სტატიამსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული კატა გარდაიცვალა