ვენესუელა აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

ვენესუელა აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს

ვენესუელავენესუელას საგარეო საქმეთა მინისტრი დელსი როდრიგესი აშშ-ს მთავრობის მკაცრი კრიტიკით გამოვიდა და განაცხადა, რომ ამერიკელები მის ქვეყანაში სამომხმარებლო ნივთების ხელოვნულ დეფიციტს ქმნიან იმისათვის, რომ მოსახლეობაში სიბრაზე და აღშფოთება გაზარდონ და სახელმიფო გადატრიალება მოახდინონ.
„ჩვენ გვაქვს იმის მტკიცებულებები, რომ აშშ დგას ვენესუელას ეკონომიკური კრიზისის უკან. სავაჭრო ქსელები, რომლებიც საწარმოო ელიტას ეკუთვნის, სპეციალურად პროვოცირებენ კრიზისს, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება გაიზარდოს, შემდეგ კი გადატრიალება მოხდეს“ – განაცხადა როდრიგესმა.
2 მაისს ვენესუელას ოპოზიციამ ეროვნულ საარჩევნო საბჭოში 1,85 მილიონი ხელმოწერა გააგზავნა, სადაც პრეზიდენტ ნიკოლას მარუდოს გადადგომის მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაში„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ახალი ტერიტორია დაიპყრეს
შემდეგი სტატიაამერიკელმა ვირტუალურ სივრცეში ყოფნის რეკორდი დაამყარა