ვენეციის კომისიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პარლამენტს ეწვევა

საქართველოს პარლამენტის მოწვევით, ვენეციის კომისიის და OSCE/ODIHR-ის ექსპერტები, ხვალ საქართველოს პარლამენტში სამუშაო შეხვედრებს გამართავენ.
პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე საექსპერტო დასკვნის მომზადება. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შეხვდებიან.
პარლამენტში სტუმრობისას უცხოელი ექსპერტები საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან. ასევე დაგეგმილია შეხვედრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/366157-veneciis-komisiis-delegacia-samushao-vizitith-parlaments-etsveva.html

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს გამოვიყვანთ მზის შუქზე და გავაშიშვლებთ, ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ შვიდმილიარდიანი ფუღურო
შემდეგი სტატიაინტერპოლმა ხადარკოვსკის ძებნაზე რუსეთს უარი განუცხადა