ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკული იქნება – ოპოზიცია ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები სტრასბურგში, ვენეციის კომისიის წევრებს შეხვდნენ. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ვენეციის კომისიის წევრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ საუბარი კონკრეტულად საარჩევნო სისტემას შეეხო. ბაქრაძე ფიქრობს, რომ საარჩევნო სისტემის ნაწილში ვენეციის კომისიის დასკვნა კრიტიკული იქნება:

„როდესაც ქართული ოცნება უპირისპირდება პრაქტიკულად ყველა სხვა პოლიტიკურ მოთამაშეს, ვენეციის კომისიის დასკვნას ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა და სწორედ ამ დასკვნის შემდეგ გამოჩნდება ვუძლებთ თუ ვერა რაიმე სახის კონსესუსზე ან რაიმე სახის გაუმჯობესებულ სისტემაზე საუბარს,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში“ინტერ რაოსთან” დაკავშირებით საქმე შესაძლოა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივიდეს – კახა კალაძე
შემდეგი სტატიახელისუფლება შესაძლოა იძულებული გახდეს მანდატების განაწილები წესი შეცვალოს