ველოსკროსის ჩემპიონატზე მოტორიანი ველოსიპედი აღმოაჩინეს

ველოსკროსის ჩემპიონატზე მოტორიანი ველოსიპედი აღმოაჩინეს

ველოსკროსის ჩემპიონატზე მოტორიანი ველოსიპედი აღმოაჩინესველოსიპედისტების საერთაშორისო კავშირი იძიებს საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ ველოსკორის მსოფლიო ჩემპიონატზე მოტორიანი ველოსიპედი აღმოაჩინეს. ჩემპიონატი 23 წლამდე კატეგორიაში ბელგიაში მიმდინარეობს.
UCI-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ველოსიპედი ბელგიელ მრბოლელ ფემკე ვან დენ დრისს ეკუთვნის. ორგანიზატორების თქმით, ბრალდება არ ეხება პირველი სამი ადგილის პრიზიორს.
თუკი ბრალდება დადასტურდება, ეს იქნება პირველი ე.წ. “ტექნიკური დოპინგის შემთხვევა”.
ველოსიპედისტს, აღიარების შემთხვევაში მინიმუმ 6 თვით დისკვალიფიკაცია და 18-დან 180 ათას ევრომდე ჯარიმა დაეკისრება.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ორი გაქცეული მაფიოზი ბუნკერში იპოვეს
შემდეგი სტატიაკოლუმბია: ზიკას ვირუსით ნახევარი მილიონი დაავადდება